ეს საინტერესოა

რა არის საოჯახო თეთრეული?

საოჯახო თეთრეულის ნაკრები პრაქტიკული და სწორი არჩევანია ყველა დიასახლისისთვის. კერძოდ, ის შედგება 1 დიდი ზეწრისაგან, 2 ან 4 სტანდარტული ზომის (70x70 ან/და 50x70) ბალიშისა და 2 საბნის პირისაგან. 
აღნიშნული თეთრეულის ნაკრებს საფუძველი ევროპაში ჩაეყარა და ის დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპლექტში შემავალი 2 საბნის პირი საშუალებას აძლევს ოჯახის ყველა წევრს ინდივიდუალურად შეარჩიოს საბანი და კომფორტულად იგრძნოს თავი.

როგორ შევარჩიოთ თეთრეული?

თეთრეულის შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ , თუ რამდენად კარგად ატარებს ჰაერს და შთანთქავს ტენიანობას ქსოვილი, რომლისაგან  ის არის  დამზადებული. ამიტომ აუცილებელია არჩევანი გავაკეთოთ ბუნებრივი ქსოვილისაგან დამზადებულ პროდუქციაზე.

ვინაიდან თეთრეული უნდა გაირეცხოს ხშირად, რაც მეტია ქსოვილის სიმკვრივე , მით უფრო დიდხანს გვემსახურება ის.

ბუნებრივი ქსოვილებია: რანფორსი, სატინი, აბრეშუმი, სელი....

ცოტა რამ თეთრეულის შესახებ...

პირველი ცნობები  თეთრეულის შესახებ  აღმოჩენილია ჩვენს წ.ა. IV ს. რომაელთა ხელნაწერებში. თვით რომაელები ნოვატორები იყვნენ და ყოველთვის აფასებდნენ სილამაზესა და ფუფუნებას.  იგივე დამოკიდებულება ქონდათ ყოველდღიურად გამოსაყენებელ ნივთებთან, რომელთა რიცხვს  თეთრეული მიეკუთვნება.

იმ დროს, მდიდრები აბრეშუმის თეთრეულს იყენებდნენ, ხოლო რომანტიული ღამისათვის სელის თეთრეულს ირჩევდნენ. ასაღნიშნავია, რომ რომაელები ნახატებში ხშირად გამოსახავდნენ თეთრეულზე მჯდომიარე მითოლოგიურ პერსონაჟებს.