კონფიდენციალურობის პოლიტიკა

MECMINDA.GE აგროვებს პერსონალურად ამოცნობად ინფორმაციას, როგორიცაა სახელი, ელ-ფოსტა, მისამართი, საფოსტო მისამართი, ტელეფონის ნომერი. აღნიშნული ინფორმაციის დახმარებით ჩვენ ვუზრუნველყოფთ კლიენტის შეკვეთის დამუშავებას და შეკვეთილი პროდუქციის მიწოდებას ადრესატამდე, ასევე ვიყენებთ ამ ინფორმაციას მომხმარებელთან კავშირის დამყარებაში. პერსონალურად ამოცნობადი ინფორმაციის შეგროვება ჩვენს მიერ ხდება მომხმარებლის რეგისტრაციის დროს ჩვენს სისტემაში და რეგისტრაციის განხორციელებისას მომხმარებელი ეთანხმება ჩვენი საიტის მოხმარების და გამოყენების ძირითად წესებს. კლიენტის პირადი საიდუმლოების პატივისცემა და დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საქმიანობისთვის. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს შევცვალოთ წინამდებარე ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა. ასე რომ, გთხოვთ, ხშირად შეამოწმოთ იგი. თუ მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ ამ დოკუმენტში, ჩვენ გაცნობებთ ამის შესახებ წინამდებარე დოკუმენტში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან ჩვენს მთავარ გვერდზე შესაბამისი შეტყობინების დადებით. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ გავცემთ თქვენს პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს კანონმდებლობა და როდესაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად ჩვენი უფლებების დასაცავად და/ან ვებ-გვერდის მიმართ ნებისმიერი სასამართლო პროცესის, სასამართლო გადაწყვეტილების/დადგენილების ან სხვა სახის სამართლებრივი პროცესის უზრუნვლეყოფის მიზნით. თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაცია არ ინხება ჩვენს ვებ-გვერდზე, არამედ განთავსებულია დაცულ გვერდზე, რომელსაც უზრუნველყოფს და მართავს ჩვენი პარტნიორი ბანკი. ამ უკანასკნელს საკუთარი ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა აქვს, რომელიც ჩვენი კონტროლის სფეროს არ წარმოადგენს.